თეგი: ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს

კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, დააწესოს სანქციები რუსეთის ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ, პარლამენტს მომავალ კვირაში წარედგინება. „ჩვენ ვაპირებთ, შემოვიტანოთ ახალი კანონმდებლობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. უკრაინაში შეჭრას სერიოზული ზომები მოჰყვება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში ეწვევიან კიევს. The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მიერ გათვალისწინებული სანქციების რეჟიმი მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ პირებს მოიცავდა, ახალი კანონმდებლობა კი საშუალებას მისცემს დიდი ბრიტანეთს, რომ სამიზნე ჯგუფი გააფართოოს. უფრო კონკრეტულად კი, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლისა და რუსეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა, სანქციების ობიექტი გახდეს. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია. ლიზ ტრასი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნულია ლიზ ტრასის Twitter პოსტში. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინება. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.  „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

ლიზ ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს. ბრიტანელი დიპლომატი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პრესის გარეშე მიმდინარეობს. ინფექციამ ასევე საფრთხე შეუქმნა თავად ტრასის ვიზიტს მოსკოვში, რადგან კვირანახევრის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესკონფერენციისთვის თვალყურის მიდევნება ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლიზ ტრასი აცხადებდა, მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნავდა ლიზ ტრასი. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინებოდა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.  „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებდა ლიზ ტრასი.

ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე

„უნდა დავინახოთ, რომ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. უნდა დავინახოთ, რომ ჯარები და ტექნიკა, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას, სხვაგან გადაინაცვლებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიზ ტრასის თქმით, სერგეი ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე. ბრიტანელმა მინისტრმა გააფრთხილა ლავროვი, რომ განგრძობადი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი განიცდის მუქარას და რომ „დასავლეთში დიდი ისტერიაა". ლიზ ტრასის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს. მისივე თმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა განაგრძოს. „NATO-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, მას რუსეთისთვის, უკრაინის და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება, უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატები მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“, - განაცხადა ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქების მხრიდან მოსკოვის მიმართ საყვედურები, რომლებიც ეხება იმას, რომ რუსეთი ყველგან ერევა, ჭორებია.  „მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება კიევის ასაღებად, ლონდონის ცნობილი სერიიდან („ძალიან სავარაუდო“) არის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრუსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად არის, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე

ბლინკენმა და ტრასმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაგეგმილ საპასუხო ზომებზე იმსჯელეს

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეებთან და რეგიონში ევროპელ პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას, რათა რუსეთს სწრაფი, მძიმე ზომები დაეკისროს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. მხარეებმ ასევე გაზი გაუსვეს საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის მოძიების მიზნით, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  შეერთებული შტატები ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს.

ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე მოსკოვი ჯარს სრულად არ გაიყვანს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ დაიჯეროს რუსეთის დაჟინებული მტკიცება, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი, რომელიც დაგროვილია ქვეყნის საზღვართან. „რუსები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ გეგმები უკრაინაში შეჭრაზე, უნდა დავინახოთ ჯარების სრულმასშტაბიანი გაყვანა, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სიმართლეა”, - განუცხადა ლიზ ტრასმა LBC რადიოს. როდესაც ჰკითხეს მედიის ცნობების შესახებ, რომ ზოგიერთი რუსული ჯარი ბაზას სასაზღვრო ტერიტორიიდან ტოვებს, ტრასმა უპასუხა, რომ მას მეტი დეტალი სჭირდება, რათა გაიგოს, მოაქვს თუ არა ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

ლიზ ტრასი: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი შესაძლოა, თვეების განმავლობაში გააჭიანუროს

"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. „ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რეგიონებიდან გადიან. რუსეთის სამხედრო გაძლიერებას შენელების ნიშნები თან არ ახლავს. რუსეთს შეუძლია ეს კრიზისი კიდევ უფრო გააჭიანუროს კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათა უკრაინას ძირი გამოუთხაროს და დასავლეთის ერთიანობას გამოწვევა შეუქმნას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ლიზ ტრასი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა. „არა მგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს. მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.  ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის საპასუხოდ. კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პასუხს მოკავშირეებთან ერთად. არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაუსჯელი დარჩეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ლიზ ტრასი: რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების სია გრძელია

დიდი ბრიტანეთი მზადაა, „უკრაინაში სრული შეჭრის შემთხვევაში“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, ამის შესახენ დიდი ბრიტანეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და განმარტა, რომ სანქციები ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაერთიანებულმა სამეფოს ოდესმე გამოუყენებია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა განვასხვავოთ ისინი, ვინც რეჟიმის მხარდამჭერები არიან და  ისინი, ვინც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს; ისინი, ვინც შესაძლოა, რუსეთიდან გადავიდნენ წლების წინ და ისინი, ვინც არიან ნაწილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ნაწილნი. ტრასმა განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების გრძელი სია აქვს და თუ პუტინი უარს იტყვის ჯარების უკან დახევაზე, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, „ტემპერატურა აწიოს“. გაერთიანებული სამეფო შეუზღუდავს რუსულ სახელმწიფოსა და ძირითად კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე დაფინანსების მოპოვებას, ასევე, აკრძალავს მთელ რიგ მაღალტექნოლოგიურ ექსპორტს რუსეთში, რაც წლებით უკან დახევს მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის განვითარებას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას მორიგი „მხეცობის“ მოსამზადებლად იყენებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც „კვამლის ფარდას“, რათა კიდევ უფრო მეტი „საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს.  „რუსები ცრუობენ, ცრუობენ და კიდევ ერთხელ ცრუობენ. ვშიშობ, რომ მოლაპარაკებები დივერსიისა და „კვამლის ფარდის“ შექმნის მორიგი მცდელობაა. რაც აქამდე ვნახეთ, იყო მცდელობა, რომ რუსებს გადაჯგუფების საშუალება მისცემოდათ", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებს მოლაპარაკებებს."ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარების გაყვანას ან რაიმე სერიოზულ წინადადებას მოლაპარაკების მაგიდაზე. როდესაც ქვეყანა სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვით არ უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა ტრუსმა.უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში მუდმივად გრძელდება.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ასევე წაიკითხეთ  ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში

ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს

ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს.  „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსული შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული შეთანხმება, რომელმაც უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ მისცა. პუტინი დაბრუნდა უფრო მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საშინელი აგრესიის შედეგად გაიმარჯვოს". - თქვა ტრასმა. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

ლიზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით.  პუტინი უბრალოდ დაბრუნდა, რათა მეტი მიეღო. ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ

ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში

„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას, ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიზანია „აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე". საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი კრძალავს თვითმფრინავების ან გემების ტექნიკურ მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ ბიზნესებს ეკუთვნით“. ასევე დასტურდება, რომ სანქციები გაძლიერდება რუსი ბიზნესმენების, ევგენი შვიდლერისა და ოლეგ ტინკოვის მიმართ. 24 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ლიზ ტრასი: პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას

პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მომხრეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს. „პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მკაცრი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ლიზ ტრასი: უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და NATO აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და NATO აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. „უკრაინაში პუტინის მიმდინარე აგრესიის წინაშე, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას სანქციებსა და შეიარაღებაზე. გაერთიანებული სამეფო რუსული ენერგორესურსების სრულ იმპორტს კრძალავს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ ჩვენი შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ლიზ ტრასი: NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ

NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. 1997 წელს ხელმოწერილი აქტი ადგენს, რომ „ NATO და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ“. „რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის

შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ლიზ ტრასი: უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ და კრიზისში გამოვლენილ ერთიანობას უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა, - ამის შესახებ ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა უნდა გააორმაგონ და კიევს მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, რომელიც მას რუსეთის მთელი უკრაინიდან განდევნის მიზნით სჭირდება. ჩვენ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ და კრიზისში გამოვლენილ ერთიანობას უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა. ომი უკრაინაში ჩვენი ომია, ეს არის ყველას ომი, რადგან უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მძიმე იარაღები, ტანკები, ჩვენი წარმოების გაძლიერება, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში  

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 57 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი დაუცველი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (57 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს. „დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში  

ლიზ ტრასი: თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, მოიხსნას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, შეიძლება მოიხსნას, თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს და აგრესიას შეწყვეტს. „საჭიროა არსებობდეს მკაცრი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მკაცრი ბერკეტია. ეს სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულებების აღებით, რომ შემდგომი აგრესია არ მოხდება“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო

ლიზ ტრასი: საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს

"საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს", - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ლიზ ტრასმა განაცხადა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა კოლეგებს, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას. ექსკლუზიური ინტერვიუ პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას „საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს. პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს

დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია, მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მსურს, მოლდოვა NATO-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა. The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში NATO-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.    

ლიზ ტრასი: ბრიტანეთი მეტს იარაღს მიაწვდის უკრაინას, მეტ სანქციებს დაუწესებს რუსეთს

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხშაბათს გაემგზავრება თურქეთში, რათა განიხილოს ოდესიდან მარცვლეულის გამოტანის ვარიანტები და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნა მხოლოდ რამდენიმე კვირის საქმეა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარი მისი ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ლიზ ტრასი: უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ

მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს. პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს. დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.  

ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს - ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას ერთობლივი წერილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე გადის. ამის შესახებ მინისტრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში განაცხადეს. კულებამ და ტრუსმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელ ხალხს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაღლილად იგრძნონ .  „მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად, უკრაინა და თავისუფალ სამყარო უნდა დარჩეს ძლიერი და ერთიანი. ჩვენ უნდა უგულებელვყოთ ხმები იმის შესახებ, რომ ხალხი იწყებს დაღლას და რომლებიც გვთავაზობენ უკრაინის „გაყიდვას“ სისასტიკის სწრაფად დასასრულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები რუსეთის ქმედებების საპასუხოდ აუცილებელია ზომების კიდევ უფრო გამკაცრება. „აუცილებელია, რომ G7-მ და NATO-მ ამ კვირაში აჩვენონ, რომ უკრაინისადმი მათ ერთგულებას პუტინის მცდელობები ვერაფერს დააკლებს. ეს ნიშნავს მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდას და დაჩქარებას, სანქციების გაგრძელებას პუტინის ომის ყველა მონაწილის წინააღმდეგ და რუსული ენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები. მათი აზრით, ყოველი მიწოდებული იარაღი დაეხმარება უკრაინელ ხალხს რუსული ძალების მოგერიებაში, დაიბრუნონ ქალაქები, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ქვეშ არიან, მათ შორის სევიეროდონეცკი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონი. „ყოველი სანქცია დაეხმარება პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას და გადაარჩენს უდანაშაულო მოქალაქეებს შემდგომი ბარბაროსობისგან. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი  მძიმე იარაღის მიწოდების ავანგარდშია“, - ნათქვამია განცხადებაში. „პუტინმა მკაფიოდ აჩვენა, რომ არ შეჩერდება უკრაინაზე, უფრო შორს წავა და სხვა სუვერენულ ქვეყნებს აქცევს სამიზნედ - განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ, ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს და აღარასოდეს შეეძლება მსგავსი აგრესიის განმეორება“, - ნათქვამია ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას განცხადებაში.

ლიზ ტრასი: რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები

"რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები", - უკრაინული მედიის  ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ საჯარო ფორუმზე განაცხადა. „რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები. ჩვენთვის აუცილებელია, უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წიაკითხეთ: ბორის ჯონსონი: პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში გიჟური ომი არ დაიწყებოდა  

ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს უკრაინის აღდგენის კონფერენციას და უხელმძღვანელებს ამ პროცესს

დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკაინის აღდგენაზე იქნება ფოკუსირებული. დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენის ღონისძიებებს გაუწევს კოორდინაციას. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ უკრაინის მხარდაჭერას ომის დროს და გავაგრძელებთ რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინის მთავრობას წარმოადგენს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში. ბრიტანეთი უკვე მუშაობს უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მომავალი წლის კონფერენციის მასპინძლობისთვის. უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. „სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ინდონეზიაში G20-ის შეხვედრაზე ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს გავრცელებული ინფორმაციით, ტრასი განცხადებას მალე გააკეთებს. მისი დაბრუნება სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის მოსალოდნელ გადადგომას უკავშირდება. ერთი დღით ადრე, ტრასმა , ჯონსონის გადადგომის მოწოდების ფონზე, განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს მთავრობის მეთაურს. G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი კონფერენცია ბალიში 7 ივლისს დაიწყო. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

ლიზ ტრასი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა „სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, როდესაც გადადგა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს მუშაობა, ვიდრე ახალი ლიდერი დაინიშნება. „ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და შევინარჩუნოთ მმართველობა, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, - აღნიშნა ტრასმა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.    

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ტრასმა თქვა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდება, „გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან დაიწყებს“. „მე გავაუქმებ ეროვნული დაზღვევის გაზრდილ გადასახადს. დავრწმუნდი, რომ ვინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში. მე ვაპირებ კერძო სექტორს უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, გრძელვადიანი გეგმით. ჩემი მიზანია შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, - განაცხადა მან. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 46 წლის ტრასს დიდი ხანია ასახელებენ ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრედ. მისი პოპულარობა, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვამაც აჩვენა. ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია. ის მუშაობდა დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ჯონსონის მთავრობებში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ევროკავშირის რეგულაციები ჩვენს ბიზნესს ხელს უშლის - ევროკავშირის მოძველებულ ჩარჩოებზე უარი უნდა ვთქვათ

"ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს - უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლიზ ტრასიმ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს გააუქმებს. „ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს. 2023 წლისთვის გავაუქმებ ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები “, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა - "ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მსურს", - განაცხადა ტრასიმ.  

ოდესის პორტზე თავდასხმა გვიჩვენებს, რომ პუტინის არცერთ სიტყვას არ უნდა ვენდოთ - ლიზ ტრასი

„აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება“, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას გამოეხმაურა.  ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი მისი თქმით, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარტნიორებთან მუშაობა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზა უნდა იპოვონ.  აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება", - თქვა ლიზ ტრასმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დახმარებას გაზრდის - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება „ჩვენ უკვე გამოვყავით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარებისთვის და ვმუშაობთ ერთობლივად G7-ის პარტნიორებთან, რათა შემოვიღოთ რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძლიერი სანქციები, გავზარდოთ კოლექტიური წნეხი ომის პუტინისტურ მანქანაზე და გავზარდოთ კოლექტიური დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს. „სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან. დიდი ბრიტანეთი მას უწევს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას ჯავშანმანქანებიდან დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, შემოვიღეთ სანქციები ათასზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ და ასზე მეტი საწარმოს წინააღმდეგ. ეს მკაცრი მოქმედებები მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკის გაძლიერებისკენ. არავინ არ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, ჩვენ ხომ არ შეიძლება დავუშვათ მსგავსი აგრესია მომავალშიც. სწორედ ამისკენ იქნება მიმართული გაერთიანებული სამეფოს მუშაობა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატების პოზიციები გაიყო

ბრიტანეთის პრემიერ-მნოსტრობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რუსეთის პრეზიდენტის „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტზე მიწვევას მხარს უჭერს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ამასთან, გასულ თვეში დებატებზე ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პუტინთან პირისპირ შესახვედრად მზადაა.  ბრიტანეთის პრემიერობის მეორე კანდიდატი რიში სუნაკი აცახდებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ უნდა დაუშვან, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.    G20-ის სამიტი, ინდონეზიაში სექტემბერშია დაგეგმილი. დღეს ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ.   

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამასთან, 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.  

სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.  ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.  

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ BBC წერს.  ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ქვეყნის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ლიზ ტრასმა მოქმედი ხმების 57% მიიღო. აქტივობა მაღალი იყო. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან  81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.  ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი იქნება.  7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა. 

ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, - გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.  „ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, ჩვენი პარტიის გაერთიანებისა და დიდებული სამუშაოს გასაგრძელებლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის გზაზე. ახლა დროა, კონსერვატორები მას 100%-ით დაუდგნენ გვერდით“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა  

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით, ვულოცავ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, გამოწვევებით სავსე პერიოდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ზელენსკი ლიზ ტრასს: მჯერა, რომ ჩვენ ბევრს გავაკეთებთ რუსეთის აგრესიისგან დასაცავად

კიევი იმედოვნებს, რომ ლიზ ტრასის დანიშვნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად, ხელს შეუწყობს უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას,  მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „24 თებერვლამდეც ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იდგა. რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვახერხეთ უკრაინულ-ბრიტანული ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანა ჩვენი დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონე ჩვენს ურთიერთობებში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან ამბიციურ პოლიტიკურ, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირების გასაძლიერებლად - ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მიმართულებებით.  ჩვენ დავიწყეთ უკრაინის ფლოტის განახლების პროგრამა. ახლა კი, სრულმასშტაბიანი ომის დროს, ჩვენ შევთანხმდით უკრაინის აღდგენის პროგრამაში ბრიტანეთის მონაწილეობაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ტრასმა დედოფალ ელისაბედ მეორესთან შოტლანდიაში შეხვედრა გამართა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია შეგახსენებთ, რომ ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერ-მინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა.   

ლიზ ტრასმა პირველ გამოსვლაში ახსენა უკრაინა და რუსეთის აგრესია

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პირველი სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაკავების შემდეგ.თავის გამოსვლაში ტრასმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ბორის ჯონსონს. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ბორის ჯონსონი გაუმკლადა Brexit-ს, კოვიდვაქცინაციას და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას. ისტორია შეაფასებს მას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ტრასმა. ტრასის თქმით, გაერთიანებული სამეფო ახლა მძიმე გლობალურ გამოწვევებს აწყდება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საშინელი ომით უკრაინაში და Covid19-ის შედეგებით. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მიიღებს ზომებს ენერგიაზე გადასახადებთან დაკავშირებით და მომავალი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად". ტრასმა მის მთავარ პრიორიტეტებად ჩამოთვალა ენერგიის ფასების დაძლევა, ენერგომომარაგების უზრუნველყოფა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. მან უკვე დაიწყო თავისი კაბინეტის შეკრება, ფინანსთა მინისტრად დანიშნა კვასი კვარტენგი, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლევერლი და შინაგან საქმეთა მინისტრად სუელა ბრავერმანი.    

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ.     ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ჩრდილოეთ ირლანდიაზე, სადაც დამოუკიდებელი ენერგობაზარი ფუნქციონირებს.  „უნდა ვიყოთ თამამები. ჩვენ შევეჯახეთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს და უფასო ვარიანტები არ გვაქვს“, - განაცხადა ტრასმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.   

ლიზ ტრასმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრიტანეთის დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლება დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სახალხო რესპუბლიკებში“ დაკავებული ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს. „ამით დასრულდება გაურკვევლობისა და ტანჯვის თვეები - მათთვის და მათი ოჯახებისთვის"- აღნიშნა ტრასმა.  მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და საუდის არაბეთს პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებისთვის „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო დაკავებულების დაუნდობელი ექსპლუატაცია პოლიტიკური მიზნებისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა. მანამდე Reuters-მა საუდის არაბეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 10 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ეიდენ ასლინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და აპრილში ტყვედ აიყვანეს. მას სიკვდილით დასჯა  ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიუსაჯეს. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.  

ლიზ ტრასი: დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა მოუსმინონ პუტინის მუქარას და გააგრძელონ უკრაინელების მხარდაჭერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ პუტინს მისცემს წარმატების უფლებას, ეს იქნება საშინელი გზავნილი მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, ეს გაუგზავნის გზავნილს მსოფლიოს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, მისაღებია. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დასავლელი ლიდერები არ უნდა უსმენდნენ პუტინის „ყალბ მუქარას“. „სანაცვლოდ, ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის რუსეთზე სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრასმა CNN-თან ინტერვიუში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლიზ ტრასი: პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ვლადიმერ პუტინი, დღეს უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ოფიციალური ანექსიის წინ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.  პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი „უკრაინელი ხალხის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფისთვის“ გააკრიტიკა.  „დიდი ბრიტანეთი არასოდეს უგულებელყოფს ამ ხალხის სუვერენულ ნებას და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, როგორც სხვა რამეს, გარდა უკრაინის ტერიტორიისა. პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით. უზრუნველყოფთ, რომ მან წააგოს ეს უკანონო ომი“, - აღნიშნა ტრასმა.  დღეს კრემლში, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმება იგეგმება. (რომელთაგანც, რუსული ჯარი სრულად ვერცერთ ვერ აკონტროლებს). მოსალოდნელია პუტინის გამოსვლა, საღამოს კი კონცერტი წითელ მოედანზე. რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც ჩანს, ჯონსონს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება სურს. ამის შესახებ The Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც The Times-მა აღნიშნა, კონსერვატიული პარტიის რამდენიმე წევრი უკვე ვარაუდობს, რომ ჯონსონმა უნდა შეცვალოს ტრასი. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს.  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.  

ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.  ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. „კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.